ახალი ამბები
ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში ნარკოდანაშაულისთვის ერთი  პირი დააკავა.


სამართალდამცველებმა დაკავებულების  პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ფხვნილი ამოიღეს.


დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი.


გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.


დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print