ახალი ამბები
ქუთაისის მერი საკრებულოს წევრის ფეისბუქპოსტზე: "ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას"
FaceBook
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ  ბლოგერი, სალომე ბარკერთან დაკავშირებით გაკეთებულ ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის დიდ ტკივილს. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მხრიდან დაწერილ პოსტს, მე პირადად და ასევე ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია", – ქუთაისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს საკრებულო დატოვოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ, მის მიერ დაწერილი პოსტის გამო.

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.დეპუტატის საკრებულოდან წასვლა დღეს მერიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  და პოლიტიკოსებმა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს,  აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.


ამავე თემაზე:

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო


"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე

Print