ახალი ამბები
შუალედური არჩევნებისთვის 370 300 ბიულეტენი დაიბეჭდება
FaceBook

19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  სულ 370 300 ბიულეტენი დაიბეჭდება.

აქედან 39 500 საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის იბეჭდება,  19 750 - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის, ხოლო 311 050 მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის. ბიულეტენები მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, ასევე დაიბეჭდება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

 

საოლქო საარჩევნო კომისიებმა ბიულეტენების უბნებზე მიწოდება  კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა უზრუნველყონ.

Print