ახალი ამბები
"ნუ მომკლავ" – გოგი წულაიას პერფორმანსი ზესტაფონში
FaceBook
პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს"  ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ზესტაფონში პერფორმანსი მოაწყო.
მერობის კანდიდატმა ბავშვებთან ერთად "ფეროს" ქარხნის ღობეზე წარწერები "ნუ მომკლავ", "სიცოცხლე უფალმა გვაჩუქა" განათავსა. გოგი წულაიამ ამ ფორმით ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტა.

მისი თქმით, ფერო ზესტაფონის ნომერ პირველი პრობლემაა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი ქარხანაზე ფილტრებს არ ამუშავებენ. "დღეს აქ მოვედი ბავშვებთან ერთად, მათ შორისაა ჩემი 12 წლის შვილი, ჩვენ ერთად გავაპროტესტეთ ზესტაფონში არსებული პრობლემა. ფეროს ღობეზე ბავშვებმა დახატეს ნახატები და თხოვენ ადმინისტრაციას, ნუ მოკლავენ თაობებს.

ქარხანაში ტექნიკა მოძველებულია, ფილტრებს კი ელექტროენერგიის დაზოგვის გამო არ ამუშავებენ. ეს არის დანაშაული, ერის, ღმერთის და ბუნების წინაშე. გაზრდილია დაავადებულთა რაოდენობა და ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან და ამაზე ზრუნავა არ უნდათ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

აქციის მონაწილეებს ხატვის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს კერძო საკუთრებაა და მისი დაზიანება დანაშაულია, თუ ქმედებას არ შეწყვეტენ პარტულის გამოძახება მოუწევთ.
Print