ახალი ამბები
ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook

ზესტაფონის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.


ზესტაფონის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა საგამოძიებო ღონისძიებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს.


დაკავებული გ.გ. წარსულში ნასამართლევია.


დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“ და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

Print