ახალი ამბები
ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  ქუთაისში "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print