ახალი ამბები
ზესტაფონში "ნატახტარის" კუთვნილი ავტომანქანებიდან საბურავები მოიპარეს
FaceBook
ზესტაფონში შპს "ნატახტარის" საწყობის ეზოში, კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებიდან საბურავები და აკუმულატორები მოიპარეს.
ასევე, წაღებულია სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები.

გამოძიების ინფრომაციით, ქურდობაში ერთი პირი მონაწილეობდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, სამართალდამცავებმა  მისი დაკავება მალევე შეძლეს.

ზესტაფონის პოლიციის მიერ დაკავებული ზ.ლ. დანაშაულის ჩადენის მომენტში  პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print