ახალი ამბები
ქუთაისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
FaceBook
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანმშრომლებმა,  1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. 
ა.ბ. ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა და   შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გატაცებული დოკუმენტები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print