ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში დავით კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს
FaceBook
პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიაში" შემავალი 14 პოლიტიკური ძალა, ასევე, "გირჩის, "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია "ნაციოანლური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას ითხოვს.

ამის შესახებ მათ" ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

"ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა "ქართული ოცნებისა" შევიკრიბეთ და ორშაბათს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ვითხოვთ დავით კირკიტაძის გათავისუფლებას. ის არის პოლიტიკური პატიმარი და დღეიდან ხელმოწერების შეგროვებასაც დავიწყებთ ამ მიზნის მისაღწევად. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ეს ადამიანი ციხეში იჯდეს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ბესიკ ბრეგაძე. 

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე 2018 წლის 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 16 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში სამართალდამცავებსა და  "ძალა ერთობაშიას" შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ოპოზიციის წევრებს თელავში მისასვლელი გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გადაუხერგეს.
Print