ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში რესტორანი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სალონური რესტორანი ,,სკენე რუმი" გაიხსნა.

რესტორანი თეატრში ყოფილ ლიტერატურულ კაფეში იფუნქციონირებს.

"სკენე რუმის" დამფუძნებლები ამბობენ, რომ ობიეტში ძირითადად შემოქმედებით - ინტელექტუაური საღამოები ჩატარდება.

"იქნება კინო საღამოები, ასევე კვირაში სამჯერ ცოცხალი მუსიკა, კლასიკა, ჯაზი", - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნათია ნასარიძე.

მისივე თქმით, რესტორანი  დღის 11:00 საათიდან საღამოს 12:00 საათამდე იმუშავებს და ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება.







Print