ახალი ამბები
თეატრალური ფესტივალის გრან-პრი საჩხერის თეატრს ერგო
FaceBook
ქუთაისში, თეატრალური ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2018 დასრულდა.

რვაკაციანმა ჟიურიმ, რომელთა უმეტესობას თეატრმცოდნეები წარმოადგენდნენ, გამარჯვებულები გამოავლინა.

გამარჯვებულები თხუთმეტამდე ნომინაციაში დასახელდნენ.

ფესტივალის გრან-პრი საჩხერის თეატრს გადაეცა სპექტაკლისთვის "მეფე ლირი". საჩხერის თეატრისთვის ეს მეორე გრან-პრია ამ ფესტივალზე. თეატრმა შარშანაც უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა სპექტაკლისთვის „შერეკილები“. 

ნომინაციაში ქალის როლის საუკეთეოს შესრულებისთვის დაჯილდოვდა ხარაგაულის თეატრის მსახიობი ირინე ჩხეიძე.

მამაკაცის როლის საუკეთესო განსახიერებისთვის პრიზი ბაღდათის თეატრი მსახიობს მელიტონ ჯაფარიძეს მიანიჭეს.

ქალის ეპიზოდური როლის შესრულებითვის ბაღდათის თეატრის მსახიობი ლელა ჭრელაშვილი დაჯილდოვდა, მამაკაცის ეპიზოდური როლის განსახიერებისთვის ჯილდო წყალტუბოს თეატრის მსახიობს დავით ხიჯაკაძეს ერგო.

საუკეთესო სცენოგრაფად მხატვარი მამუკა ტყშელაშვილი დასახელდა. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში პრიზი მამუკა ცერცვაძეს გადაეცა.

ფესტივალს ყავდა ახალგაზრდული ჟიურიც, რომლის ფავორიტი წყალტუბოს თეატრი გახდა.

მაყურებლის სიმპათია სამტრედიის თეატრმა მიიღო.

ფესტივალის დახურვის ცერემონიალს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინსიტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. მან ხელოვნების ქურუმის წოდება მიანიჭა ჭიათური თეატრის ასაკოვან მსახიობს იზოლდა ჯიშკარიანს.

Print