ახალი ამბები
ხონისა და ვანის ოლქში 57.86%–ით გივი ჭიჭინაძე ლიდერობს
FaceBook
ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქში 60–ივე უბნის შედეგები დათლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცამებით, 57.86%–ით "ქართული ოცნების" კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

ჭიჭინაძეს თანაგუნდელები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. 

ხმების 38.38% მიიღო "ევროპული საქართელოს" კანდიდატმა, გიგი უგულავამ.

1.61% მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვასილ კოპალიანმა,  ხმების 1.47% მიიღო "ახალი ქრისტიან–დემოკრატების" კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ, პარტია "საქართველოს" კანდიდატმა, გორგი ლილუაშვილმა ხმების 0.46% მიიღო, ხოლო "ტრადიციონალისტების" კანდიდატმა, ზურაბ ქართველიშვილმა 0.22%.

ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართა.




Print