არასამთავრობო ორგანიზიაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები
ვასილ კიკვიძის ბიუსტის აღებას ითხოვენ.
ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გაიმართა.
"ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომელიც თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელი,
ჟიტომირელი ხალხის ჯალათია, მისი ბიუსტი დგას ჩვენს ქალაქში.
არაერთხელ შევთავაზეთ ადგილობრივ თვითმმართველობას ამ ძეგლის გადატანა
ჩვენი ორგანიზაციის სახსრებითაც კი, რაზედაც უარი გვითხრეს", - ამბობს
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენელი, ვახტანგ სიხარულიძე.
ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს
"თავისუფლების ქარტია", რომელიც საბჭოთა სიმბოლიკების აღებას
ითვალისწინებს.
"კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი
სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების
აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის
მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას
კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა",
-
ნათქვამია "თავისუფლების ქარტიაში".
გაითვალისწინებენ თუ არა ორგანიზაციის მოთხოვნას, ამაზე ქუთაისის
მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები კიკვიძის ბიუსტის აღებას
წლებია ითხოვენ. თუმცა, მათ მოთხოვნას ქალაქის უკვე ყოფილმა მერმა
შოთა მუღულიამ 2015 წელ
ს ასე უპასუხა:
"ის ძეგლი ადგილზე რომ იყოს, ქვეყანა არ ინგრევა. სახელს არ ვიტყვი,
მაგრამ თუკი ცხრა წელი იმ ძეგლს უყურებდა, ეს ერთი წელიც მოითმინოს",
- განმარტა შოთა მურღულიამ.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერი - კიკვიძის ძეგლს "ქამრების შემოჭერის"
გამო ვერ ავიღებთ
მასალის გამოყენების პირობები