ახალი ამბები
"თეატრი ჩვენი სახლია" - პერფორმანსი მესხიშვილის თეატრის წინ (ვიდეო)
FaceBook
"იქ სადაც ჩემი სახლია" - აღნიშნული წარწერა მესხიშვილის თეატრის წინ ერთი საათია რაც გაჩნდა.

ეს იმ სპექტაკლის სახელია, რომლის პრემიერაც დღეს, 6 თებერვალს მესხიშვილის თეატრში გაიმართება. მესხიშვილის თეატრის შესასვლელთან აღნიშნული მესიჯის დატოვება პერფორმანსის ნაწილი იყო, რომელიც სპეტაკლის შემოქმედებითმა ჯგუფმა პრემიერის წინ მოაწყო. ამით პუბლიკას სპექტაკლის ნახვისკენ მოუწოდა, თან სხვა მინიშნებაც გააკეთა: თეატრი ჩვენი სახლია - აღნიშნავდნენ პერფორმანსის მონაწილენი:



"კარგი იქნება თუ ახალგაზდები ნახავენ ამ სპექტაკლს. მართალია სპექტაკლი კომედიაა, თუმცა პრობლემა
მკვეთრად არის დასმული. ის რაც ბევრ ჩვენთაგანს აწუხებს. სპექტაკლში ალბათ ბევრი ჩვენთაგანი საკუთარ თავს დაინახავს", - აღნიშნავს მსახიობი გია საგინაშვილი.

სპექტაკლი19:00 საათზე დაიწყება.

Print