ახალი ამბები
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
FaceBook
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით იმერეთში მოღვაწე პროფესიულ და სახალხო თეატრებს იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე ულოცავს.

"ჩვენს რეგიონს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თეატრალური ცხოვრების განვითარებაში. ქართული თეატრის უნიკალურობა მის 168 წლიან ისტორიაშია. ამ ხნის განმავლობაში თეატრმა ქართველი ხალხის გაერთიანების, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა," აღნიშნულია გივი ჭიჭინაძის მიმართვაში.

ამ დროისთვის იმერეთში 20-მდე პროფესიული და სახალხო თეატრი მოქმედებს.

1850 წლის 14 იანვარს, საქართველოში პირველად, ქართველი დრამატურგის, გიორგი ერისთავის პიესა "გაყრა" დაიდგა.


Print