ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში ყველაზე მეტი მაყურებელი სპექტაკლ „უბედურებას“ ჰყავდა
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბოლო ორი თვის მონაცემებით, მაყურებელთა დასწრების მხრივ სპექტაკლი "უბედურება"(რეჟისორი გიორგი სიხარულიძე) ლიდერობს.
ოქტომბერსა და ნოემბერში მესხიშვილის თეატრში 16 სპექტაკლი წარმოადგინეს.




ამ პერიოდში მაყურებლის მხრიდან დაინტერესებისა და დასწრების თვალსაზრისით სპექტაკლები "დუპლეტი" (რეჟისორი კოტე აბაშიძე) და "სტუმარი"(რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი) იყოფენ მაღალ პოზიციებს.

როგორც თეატრში აღნიშნავენ,  ყოველთვის ბევრი მაყურებელი ჰყავს სპექტაკლს "ღია შუშაბანდი" (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე).

"დუპლეტი", "სტუმარი" და "ღია შუშაბანდი", უკვე წლებია, თეატრის რეპერტუარში ხშირად მოხვედრის თვალსაზრისითაც, ლიდერი სპექტაკლებია.

რაც შეეხება, სპექტაკლ "უბედურებას " მისი პრემიერა მესხიშვილის თეატრში ოქტომბერში გაიმართა.

Print