ახალი ამბები
ახალი შემადგენლობით ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება
FaceBook
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ახალი შემადგენლობით ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გაიმართება.
მეექვსე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას #59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი გახსნის.

ქუთაისის საკრებულო 25 წევრისგან შედგება. აქედან, 9 "ქართული ოცნების" პარტიული სიის, 10 კი მაჟორიტარი დეპუტატია.

"ნაციონალურ მოძრაობას" საკანონმდებლო ორგანოში 4 წარმომადგენელი ჰყავს, "ევროპულ საქართველოს" - 2 დეპუტატი.

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრეუბლოს 25 დეპუტატიდან 4 ქალია.

საკრებულოს წევრებს მანდატები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ქუთაისის #59–ე  სალქო საარჩევნო კომისიაში გადაეცათ.


Print