ახალი ამბები
„პირველ ტურთან შედარებით ჩამოვრჩებით“ -15:00 საათისთვის ქუთაისში არჩევანი 18 012-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 18 012-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩველთა საერთო რაოდენობის 11.8%-ია.
ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, პირველ ტურთან შედარებით აქტივობა დაბალია, თუმცა, ამომრჩეველთა გააქტიურებას 17:00  საათიდან  ელოდებიან.

"პირველ ტურში ამ დროს 35 904 ამომრჩეველი იყო მოსული, რაც სერთო რაოდენობის 24% იყო. პირველ ტურთან შედარებით რა თქმა უნდა ჩამოვრჩებით, რაც ლოგიკურია, თუმცა, მოგვიანებით ველოდებით ამომრჩეველთა გააქტიურებას",-განაცხადა ავთადილ ოსეფაიშვილმა.

დღის შემაჯამებელ ბრიფინგს საოლქო კომისია 21:00 საათზე გამართავს.

საოქლოში საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა.

ქუთაისში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.

ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და  ერთი სპეც. უბანი, რომელიც  N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს.

ქუთაისში  სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 85 440 ქალია და 67 121 მამაკაცი.

Print