ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
FaceBook
ცესკომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

ჯამში მეორე ტურისთვის 299 450 ბიულეტენი დაიბეჭდება.

თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და 5 თვითმმართველი თემის - ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად მეორე ტური 2017 წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

ქუთაისში მერობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე  იქნებიან, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში ისინი მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატრდა.  ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.  

Print