რეკლამა
გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა (R)
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი პარტიის სახელით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მცხეთა-მთიანეთში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მცხეთის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იქნება, დუშეთში - ზურაბ სეხნიაშვილი, თიანეთში - ლელა ქიტესაშვილი, ხოლო ყაზბეგში - ალექსანდრე ზაგაშვილი.
"ესენი არიან პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები და რაც მთავარია, მზად არიან, დაიცვან თქვენი ინტერესები, დაგეხმარონ პრობლემის მოგვარებაში. თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ, "ქართულ ოცნება", განვაგრძობთ იმ საქმის კეთებას, რაც ხუთი წლის წინ დავიწყეთ და რაც კეთდება ხალხისთვის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის, ჩვენი მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები საქართველოს ყველა რეგიონში წარადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.