რეკლამა
გიორგი ბირბიჩაძე: „გამარჯვებისთანავე შევუდგებით საქმეს, რადგან დასაკარგი დრო აღარ არის“ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას I კვარტალსა და პოლიტკოვსკაიას N 18-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მის საარჩევნო ოლქში დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მოსახლეობამ, თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატს არსებული პრობლემები გააცნო. ვაჟა-ფშაველას I კვარტალში შეხვედრისას ხაზი გაესვა სკვერების, სპორტული მოედნებისა და საბავშვო სივრცეების მოწესრიგება-განახლებას. საკუთრების დაკანონების პრობლემა კი ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რაზეც პოლიტკოვსკაიას N 18-ში მცხოვრებებმა ისაუბრეს.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც საკუთრების დაკანონებას ბიუროკრატიული საკითხების გამო ვერ ახერხებენ, სწორედ, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაა და "ქართული ოცნების" გუნდის გამარჯვების შემდეგ, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.

"ყველა უბანში ინდივიდუალური პრობლემებია, თუმცა, ძირითადი და მთავარი საკითხი მაინც რამდენიმეა და მათ, სწორედ, ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული შვიდი პოლიტიკა პასუხობს. გამარჯვებისთანავე შევუდგებით საქმეს, რადგან დასაკარგი დრო აღარ არის. ის პრობლემები, რაც დღეს მოსახლეობას აქვს, უმოკლეს ვადაში უნდა მოგვარდეს,"- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.