რეკლამა
გიორგი ბირბიჩაძე: „თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტულია“ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე პარლამენტის წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად შშმ პირთა დღის მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა და საპარლამენტო დეპუტატმა ცენტრის ბენეფიციარებისგან არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

გიორგი ბირბიჩაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იქცეს ინკლუზიურ ქალაქად და ამისთვის შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება. მისივე განცხადებით, შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით პროექტების დაფინანსება და განხორციელება, ფიზიკური გარემოს ადაპტირება და სკოლამდელი ინკლუზიური განათლება აღნიშნული პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.

"ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმ პირებისთვის. მუნიციპალური ტრანსპორტის, გაჩერებების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, ასევე, საფეხმავლო გზების ადაპტირება აუცილებელია. გარდა ამისა, იმისათვის, რომ შშმ პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ჩვენ უნდა შევქმნათ, პირველ რიგში, ის ელემენტარული პირობები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, კერძოდ, უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი დანიშნულების და საზოგადოების თავშეყრის ადგილების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, ასევე პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების ადაპტირება.

სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. ამ ადამიანების უფლებები უნდა იყოს დაცული და თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის უზრუნველყოფილი,"- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ შშმ პირებთან შეხვედრისას.

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, დღის ცენტრის ბენეფიციარებს, თავის მხრივ, ცენტრის ბენეფიციარებს 2018 წლიდან შშმ პირთათვის არებულ პროგრამებში დაგეგმილი პოზიტიური სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.