რეკლამა
დავით უთმელიძემ საირმის ქუჩის მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო (R)
FaceBook
"მნიშვნელოვანია, რომ 21 ოქტომბერს, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ. თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ, ვის ანდობთ თქვენი ქალაქის ბედს და ეს უფლება უნდა გამოიყენოთ",- აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საირმის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

დავით უთმელიძემ ადგილობრივებს დეტალურად გააცნო ქალაქის განვითარების გეგმა, რომელიც ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, მართვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკებისგან შედგება.
ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა, განსაკუთრებული ყურადღება საბურთალოს რაიონში განსახორციელებ პროექტებზე გაამახვილა.

"მე ვარ კახა კალაძის გუნდის წევრი და ჩემი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, რაც ორმაგი პასუხისმგებლობაა. წარმოვადგენ გუნდს, რომელიც ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, პროგრესს ქმნის. ამასთან, ქვეყნის განვითარების საქმეში თითოეული ადამიანის მხარდაჭერა, თანადგომა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა 2012 წელს "ქართული ოცნების" მიერ დაწყებული სასიკეთო საქმეები მომავალშიც გავაგრძელოთ",-აღნიშნა დავით უთმელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.