რეკლამა
არჩილ გოგსაძე: მინდა, რომ ახალგაზრდებისთვის ბაღდათში ყოფნა საინტერესო და მიმზიდველი იყოს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე ბაღდათის მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
არჩილ გოგსაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ახალგაზრდების დასაქმების საკითხს მიაქცევს, რათა ქალაქში დარჩენა მათთვის მიმზიდველი და პერსპექტიული გახდეს.

"განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ახალგაზრდებს. ხელს შევუწყობ, რომ ადგილზე დარჩნენ და საქმიანობა ბაღდათში გააგრძელონ. მინდა, რომ მათთვის აქ ყოფნა საინტერესო და მიმზიდველი იყოს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობა და სხვადასხვა გეგმები გვაქვს განსახორციელებელი", - განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.

არჩილ გოგსაძემ გამარჯვების შემთხვევაში, ბაღდათის მოსახლეობას არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთობრივი მუშაობა შესთავაზა.
Print