რეკლამა
დავით სერგეენკო: მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სისტემა არ არის და დედაქალაქის მერობის კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მხარდაჭერა შეუძლია.

"ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპოგანდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვექნება იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს ორი მიმართულება გავაძლიეროთ, რადგანაც კახა კალაძეს შეუძლია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს. ვფიქრობ, რომ თბილისის მერი სწორედ ის პოზიციაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა შეეძლება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება.

"ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის კონცეფციის პრეზენტაციისას რეალურად სწორი ხედვა დავინახე. მჯერა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით კი, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებული და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

"ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, ვისაც ხელშეწყობა სჭირდება იმ მიმართულებით, რომ მათი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა მივცეთ. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ამ მიმართულებით, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ
Skillwill-სა და USAID-ის
პროგრამას
13:00 / 19.03.2024

რეგიონში პირველ ონლაინ ნეო უნივერსიტეტ Skillwill-სა და USAID-ის პროგრამას "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ხორციელდება.

კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.
17:49 / 28.02.2024
კრიპტოვალუტა პასიური შემოსავლის მიღების პოპულარული საშუალება გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.