პოლიტიკა
ქუთაისში, თვითმმართველობის არჩევნებს მერობის კიდევ ერთი კანდიდატი გამოეთიშა
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 11დღით ადრე, პოლიტიკური პარტია "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" ქუთაისის მერობის პრეტენდეტმა კანდიდატურა მოხსნა.

მისი თქმით, მან კანდიდატურა "პატრიოტთა ალიანსისის" მერობის კანდიდატის, გია ბახტაძის სასარგებლოდ მოხსნა. მისი თქმით, გია ბახტაძეზე უკეთესი კანდიდატი ქუთაისს არ ჰყავს.

"ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდებ ხმა მისცენ გია ბახტაძეს, რადგან ის არის ღირსეული კანდიდატი", - ამბობს აკაკი ლოლომაძე.

ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და პარტიის წევრად რჩება. აკაკი ლოლომაძის თქმით, პარტია "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი მისი დაარსების დღიდან, 1991 წლიდანაა.

მიმდინარე წლის ცხრა ოქტომბერს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით განცხადება მერობის კიდევ ერთმა პრეტენდეტმა გოგიტა გოგელაშვილმაც გააკეთა.

მას შემდეგ, რაც გოგიტა გოგელაშვილმა და აკაკი ლოლომაძემ კანდიდატურები მოხსნეს ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას 8 კანდიდატი გააგრძელებს.
Print