პოლიტიკა
ქუთაისში, 6 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიცია, ქუთაისში,  6 დეკემბერს აქცია-მსვლელობას მოაწყობს.
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ერთ-ერთი წარმომადგენლის გია თევდორაძის თქმით, საპროტესტო აქცია იქნება მშვიდობიანი და არავის ოფისში მივარდნას არ გულისხმობს.

''მშვიდობიანი მსვლელობა დაიწყება კიკვიძის ძეგლიდან, აქციის ფარგლებში არავის ოფისში მივარდნას და კვერცხების სროლას არ ვაპირებთ, ეს აქცია იქნება ისეთი როგორიც ქუთაისს შეეფერება", -  ამბობს გია თევდორაძე.

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თანათავჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ ის არ მონაწილეობდა დაბოქლომების პერფორმანსში, თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის წევრია.

''აქციაში მონაწილეობას მივიღებ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია", -   ამბობს გოგი წულაია.

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია-მსვლლეობაში მონაწილეობას მიიღებენ ლეიბორტული პარტიის ქუთაისის წარმომადგენლებიც. 

'' პროპორციული არჩევნები, რომ ჩავარდა პირველი შალვა ნათელაშვილი გამოვიდა მოთხოვნით, შესაბამისად, მივიღებთ აქციაში მონაწილეობას'',- ამბობს ირაკლი კიკვაძე.


გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას მიიღბენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც.

''ჩვენ, არა მხოლოდ მონაწილეობას მივიღებთ, არამედ აქციის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერები ვიქნებით'',- ამბობს ქუთაისის "ერთიანი ნაციოონალური მოძრაობის"  ერრთ-ერთი ლიდერი გიგა შუშანია.

საპროტექსტო აქცია  6 დეკემბერს, 14:00 საათზე  გაიმართება.

Print