პოლიტიკა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირას
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 26-27 აგვისტოს მცირე ხანმოკლე წვიმას ელიან .

მათივე თქმით, დაუბერავს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 28-33 0 იქნება, მთიანში - 26-31 და მაღალმთიანში - 23-28 0 სითბო. 

"28 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან გაწვიმდება და არამდგრადი ამინდი პირველი სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. 28-31 აგვისტოს იმერეთის რეგიონში ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ელ-ჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 აგვისტოს 26-28 0-მდე დაიკლებს",- ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

პირველი სექტემბრიდან შედარებით გამოდარებას და ტემპერატურის მომატებას ელოდებიან. 



Print