პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან
FaceBook
რუსთაველის გამზირზე, 2 დეკემბერს "გაერთიანებული ოპოზიციის" მიერ დაანონსებულ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წასვლის ორგანიზებას არ ახდენენ და მხარდამჭერები თბილისში ინდივიდუალურად გაემგზავრებიან.

"ჩვენ არ ვაკეთებთ ორგანიზებას, თუმცა, კოორდინატორები, ადამიანები ვინც არჩევნებზე გვეხმარებოდა, ჩვენი მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, ყველანი მოდიან",–ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიგა შუშანია. მისი თქმით, ქუთაისიდან 1000–მდე ადამიანი გეგმავს წასვლას.

"გაერთიანებული ოპოზიცია" პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს.



Print