საზოგადოება
ყველის ნასვრეტების საიდუმლოება
FaceBook
ყველში არსებული ხვრელების მიზეზის გაგებას მეცნიერები 1917 წლიდან ცდილობენ.

რომელი ჩვენთაგანი არ დაინტერესებულა საკითხით, როგორ ჩნდება ხვრელები და ნასვრეტები ყველში, წერს გაზეთი Le Temps
ყველიში ხვრელების არსებობის მიზეზის გაგებას მეცნიერები 1917 წლიდან ცდილობენ. თავიდანვე გასაგები იყო, რომ საქმე გვაქონდა ყველში არსებულ ნახშიროჟანგის ბაქტერიების განვითარებასთან, რომელიც მასის დუღილის პროცესში ბუშტუკების გაჩენას უწყობს ხელს. თუმცა ვერავინ ხსნიდა ეს ნასვრეტები როგორ, სად და რა რაოდენობით ფორმირდება. რადგან მხოლოდ ნახშიროჟანგის გაზი არ იძლევა ასეთ შედეგს. კიდევ რაღაც სხვა ელემენტია საჭირო, წერს კორესპონდენტი.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს გაფილტრულ რძეში 100 მიკრონის ზომის თივის ნაწილაკები. როგორც აღმოჩნდა სწორედ მათი არსებობა იწვევს ნასვრეტების სიმრავლეს ყველში. "ეს ნაწილაკები იქცევა ძირითად ბირთვად, რომელსაც ემაგრება СО2-ის მოლეკულები, და ვინაიდან ეს მასაზრდოებელი ნაწილაკები შეიცავენ ჰაერს СО2 მასთან მოქმედბში შედის ცნობილი ქიმიური რეაქციის შესაბამისად. თუმცა არის ყველის სხვა სახეობები, სადაც ნასვრეტები არ ჩნდება, რადგან ბაქტერიები რომელიც ამ ყველშია არ წარმოქმნიან СО2-ს", - აღნიშნავს გამოცემა.

Le Temps

Print