საზოგადოება
ქუთაისის ბავშვთა დღის ცენტრში „ზღაპარ ოთახი" გაჩნდა
FaceBook
ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში არტ თერაპიის ოთახი ახალი დიზაინით მოაწყვეს.

ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი გამთენაძემ მეგობრებთან გიორგი ყვავაძესა და ასლან მუშკუდიანთან ერთად ბავშვთა ცენტრის არტ თერაპიის ოთახი მოხატა. "ჯადოსნურ სამყაროში" "ზღაპარ ოთახი" გაჩნდა, სადაც ბავშვებისათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. იქნება მულტფილმებისა და ფილმების ჩვენებები, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით მოეწყობა ზღაპრის კითხვის საღამოები.
Print