საზოგადოება
თერჯოლის სკვერში არსებული სკამები გამგეობამ „გაანათხოვრა“
FaceBook
"სკამები სოფელ ჩხარში ინათხოვრა ჩხარის საშუალო სკოლამ, სკამები საიმედო ადგილას აქვთ შენახული, არ გაფუჭდება და მალე დააბრუნებენ უკან"

თერჯოლაში ქალაქის სკვერში არსებული სკამების (მერხების) "განათხოვრების" ფაქტზე მიუთითებენ.
როგორც თერჯოლელები აღნიშნავენ სკვერებიდან სკამები რამდენიმე დღე გაქრა. "ნაცნიონალური მოძრაობის" თერჯოლის ოფისში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ფაქტის გამო გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი შოთა გიორგაძე საკრებულოს სხდომაზე დაიბარეს და პასუხი მოსთხოვეს. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის განმარატებით "სკამები სოფელ ჩხარში ინათხოვრა ჩხარის საშუალო სკოლამ, სკამები საიმედო ადგილას აქვთ შენახული, არ გაფუჭდება და მალე დააბრუნებენ უკან".
სკოლისთვის ქალაქის სკვერში არსებული სკამების დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტს ადასტურებენ თერჯოლის საკრებულოშიც. "სკოლას ღონისძიება ქონდა და ამისთვის წაიღეს სკვერის სკამები".

Print