საზოგადოება
ლითონის წიგნები - უნიკალური აღმოჩენა იორდანიის მღვიმეში
FaceBook
ბრიტანული გამოცემა Daily Mail იორდანიის მღვიმეში უნიკალური აღმოჩენის შესახებ იუწყება. 70 ციცქნა წიგნისგან შემდგარ უძველეს კოლექცია, რომელთა ტყვიის გვერდები აკინძულია მავთულით, ქრისტიანობის ადრეული პერიოდის ზოგიერთ საიდუმლოებას ნათელს მოჰფენს. 
საკრედიტო ბარათის ხელა გვერდებზე გამოსახულია სხვადასხვა ნახატები, სიმბოლოები და სიტყვები, რომელიც მესიას და შესაძლოა, ჯვარცმასა და აღდგომას შეეხება.
წიგნების უმეტესობა დაბეჭდილია, რის საფუძველზეც მკვლევარები ასკვნიან, რომ ისინი ბიბლიაში, იოანეს გამოცხადებაში ნახსენებ დაკარგული კოდექსების ნაწილებს წარმოადგენდნენ. წიგნები აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ იორდანიის შორეული რეგიონის გამოქვაბულში, რომელიც ახ.წ. 70 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ, ქრისტიანთა თავშესაფარს წარმოადგენდა.
KutaisiPost
თავდაპირველი მეტალურგიული ტესტების საფუძველზე დადგინდა, რომ ზოგიერთი წიგნის დათარიღება შეიძლება ახ.წ. პირველი საუკუნით. ეს შეფასება გამომდინარეობს წიგნის კოროზიის ფორმიდან, რომლის ხელოვნურად მიღებაც, ექსპერტების თანახმად, შეუძლებელია.
თუ ეს დათარიღება დადასტურდა, მაშინ წიგნები შევლენ ერთ–ერთ უძველეს ქრისტიანულ დოკუმენტებს შორის და ქრონოლოგიურად გადაუსწრებენ თვით პავლე მოციქულის ეპისტოლეებს.
KutaisiPost
დევიდ ელკინგტონი, ძველი რელიგიის ისტორიისა და არქეოლოგიის ბრიტანელი მკვლევარი იმ მცირერიცხოვან მეცნიერებში შედის, ვისაც შეუმოწმებია წიგნები და იგი აცხადებს, რომ ეს წიგნები "ქრისტიანული ისტორიის კვლევისთვის შეიძლება გახდეს უმთავრესი აღმოჩენა".
ფილიპ დევისის, შეფილდის უნივერსიტეტის ბიბლიური კვლევების ემერიტუს პროფესორის, სიტყვებით, უძლიერესი მტკიცებულებაა ამ წიგნების გვერდებზე გამოსახული იერუსალიმის რუკა.
"როგორც კი დავინახე, დავმუნჯდი გაოცებისგან", თქვა მან. "ეს იმდენად ქრისტიანული გამოსახულებაა, რომ მეტი არც შეიძლება. უკანა პლანზე გამოსახულია ჯვარი, სადაც ქრისტეს სავარაუდო სამარხია და პატარა შენობა დგას." 
KutaisiPost
Print