საზოგადოება
მკითხველებისთვის დახურული ინტერნეტი ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მკითხველები WI-FI-ის ითხოვენ. მათი განმარტებით ისეთ დაწესებულებაში, როგორიც საჯარო ბიბლიოთეკაა მკითხველს უფასო ინტერნეტით სარგებლობა უნდა შეეძლოს.
"მართლია წიგნის წასაკითხავად მოვდივართ, მაგრამ შეიძლება რამის მოძიება დაგვჭირდეს ინეტენეტით და ჩვენი ტაბლეტით უნდა შეგვეძლოს სარგებლობა. ვიკითხეთ პაროლი და გვითხრეს რომ დახურული იყო", - განმარტავენ აღნიშნული ბიბლიოთეკის მკითხველები.
"ცხადია, აქ გასართობად არავინ შემოვა და ამ მიზნით არავინ გამოიყენებს ინტერნეტს. ვფიქრობ, ხელისაწვდომი უნდა იყოს", - ამბობს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მკითხველი, ია შალამბერიძე.
ბიბლიოთეკაში ქსეროასლების განყოფილებაში ასევე, არის  კომპიუტერები, სადაც ინეტერნეტით სარგებლობა ფასიანია. მკითხველმა ინტერნეტით სარგებლობისთვის ერთ საათში ერთი ლარი უნდა გადაიხადოს.
"ეს სულ რაღაც მიზერული თანხაა", - განმარტავენ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. რაც შეეხება, უფასო ინტერნეტს, აცხადებენ, რომ ის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.
ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ნარგიზა ჩოგოვაძე ირწმუნება, რომ ბიბლიოთეკაში ე.წ. ბოჭკოვანი ინეტენეტი ახალი შეყვანილია და ამიტომ არის ამდროისთვის დახურული.
თუმცა, ამბობს, რომ ორ დღეში სამკითხველო დარბაზში ორ კომპიუტერს დადგამენ, რომლითაც მკითხველს შეეძლება სარგებლობა.
"ბოჭკოვანი ინტერნეტი ერთი კვირაა რაც შემოვიყვანეთ, ამიტომ აწყობის პროცესში ვართ და მაქსიმუმ ორ დღეშ ეს საკითხი მოწესრიგდება. მეც ვფიქრობ რომ აუცილებლია ბიბლიოთეკაში მკითხველისთვის ინტერნეტი უფასო იყოს", - ამბობს ნარგიზა ჩოგოვაძე. გარდა ამისა, ჩოგოვაძე ირწმუნება, რომ ბიბლიოთეკები ელექტრონულ სისტემაზე გადავა და ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება ინტერენტით იქნება შესაძლებელი. 
ილია ჭავაჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ელექტრონულ სისტემაზე გადასვლაზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ საუბრობდნენ. 

თეკლე მორგოშია
Print