საზოგადოება
რუსული ბომბდამშენი თერჯოლაში, რომლითაც გასულ საუკუნეში ავღანეთში იბრძოდნენ (ფოტო)
FaceBook
პოლკოვნიკი ამირან კიკაბიძე რომელმაც სამხედრო ბომბდამშენი თერჯოლაში ჩამოიყვანა აფხაზეთის ომში დაიღუპა.


საბრძლო ხომალდი, საფრონტო ბომბდამშენი СУ- 15 თერჯოლოს კომისარიატის ეზოს უკვე 30 წელზე მეტია იკავებს. იგი თერჯოლის ყოფილმა კომისარმა პოლკოვნიკმა ამირან კიკაბიძემ ჩამოიყვანა. СУ- 15 მას ამიერკავკასიის ჯარების სარდალმა გადასცა გასული საუკუნის 80-იან წლებში. რუსული საბჭოთა ბომბდამშენი გასულ საუკუნეში ავღანეთში ასრულებდა საბრძოლო მოქმედებებს  და მისი ღირებულება 5 მილიონ საბჭოთა მანეთს წარმოადგენდა.
წლების წინ თერჯოლის კომისარიატის ეზოში მარტო მფრინავი აპარატი არ იდგა. ავიაციის თადარიგის პოლკოვნიკის გიორგი ლილუაშვილის ინფორმაციით, კომისარიატის ეზოში თვალსაჩინობისთვის თითქმის სრული სამხედრო არსენალი იყო განლაგებული: ქვემეხები, ნაღმტყორცნები, საბრძლო ვერტმფრენი МИ .25 (ე.წ. "კრაკადილი"), სამხედრო სადაზვერვო მანქანები. მაგრამ სამუზეუმო ექსპონატად ქცეულმა ყველა ამ სამხედრო ტექნიკამ აფხაზეთში, რუსეთ-საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა, СУ- 15-ის გარდა, რომელსაც ძრავა ამოცლილი ქონდა.
აფხაზთში, რუსეთ-საქართველოს  ომში ბრძოლობდა თავად ამირან კიკაბიძეც, სადაც დაიღუპა სამბრძოლო დავალების შესრულების დროს. გიორგი ლილუაშვილის თქმით ამირან კიკაბიძის ხსოვნის პატივსაცემად საბრძოლო ხომალდის გაახლება და გადაღებვა იგეგმება.

KutaisiPost

KutaisiPost

ეკა კუხალაშვილი, ანა ჯანაშია


Print