საზოგადოება
მოუთიბავი ბალახი ხარაზოვის ბაღში - მოსახლეობა ქვეწარმავლების გაჩენის საშიშროებაზე საუბრობს
FaceBook
ქუთაისში ხარაზოვის ბაღი მოუვლელია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. სკვერში, სადაც საბავშო ატრაქციონებია განთავსებული, ბალახები მოუთიბავია.
"აქ ბაშვები გამოგვყავს სასეირნოდ და რამხელა ბალახებია. ხელის შევლება და მოვლა უნდა ამ ყველაფერს", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ლარისა მარუაშვილი.  ადგილობრივები იმასაც განმარტავენ, რომ ზაფხულში მოუთიბავმა ბალახმა შესაძლოა ქვეწარმავლების პრობლემაც წარმოქმნას. 
ქუთაისის მერიაში აცხდებენ, რომ ბალახების მოთიბვას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, რომელიც ამდროისთვის ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორცილებს ბალახების მოთიბვით სამუშაოებს.
"26 მაისისთვის ვემზადებით და იმ ტერიტორიას ვაფუთავებთ ახლა. ამის შემდეგ აღმაშენებლზე გადავალთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვგეგმავთ ხარაზოვის ბაღის გასუფთავებას", - განმარტავს შპს "ქალაქერვისის" დირექტორი, დავით ბეშკენაძე. სწორედ,  აღნიშნული კომპანია ახორციელებს ქალაქში  არსებული სკვერების, ტროტუარების და გაზონების მოვლა-პატრონობას.
შპს  "ქალაქსერვისი" აღნიშნული სამუშაოების გარდა, ქალაქში გამწვანებაზეც არის პასუხისმგებელი. ამ ყველაფერზე კომპანიამ პასუხისმგებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში ტენდერი გზით, 265 000 ლარის სანაცვლოდ აიღო. კომპანიის დირექტორის განმარტებით,  ქუთაისის მერია უშუალოდ მოთიბვაზე ყოველთვიურად 4000 ლარს ურიცავს. რაც მისი თქმით, მიზერული თანხაა.
შპს ქალაქსერვისში განმარტავენ, რომ მერიასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 300 000 კვადარტული მეტრის დასუფთავება უწევთ, რომელსაც ბეშკენაძის განმარტებით, წელიწადში 7-ჯერ ახორციელებენ.

თეკლე მორგოშია 

Print