საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის პირველი ფოსტის შენობას
FaceBook
რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.

ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – ქუთაისიპოსტ.გე-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლავთ: რა ისტორია უკავშირდება და სად მდებარეობდა ქუთაისში, პირველი ფოსტის შენობა (ვიდეო ნახეთ აქ.)
"ქუთაისიპოსტის" მიერ მოძიებული ინფორმაციით, კავშირგაბმულობის საწარმოებს შორის ერთ-ერთ უძველეს ფოსტას, რომელიც უზრუნველყოფდა გზავნილების გაგაზავნას, მიღებას, მიტანას, საუკუნეების ისტორია გააჩნია.
ქუთაისში კი მისი ისტორია 1834 წლიდან იწყება, როდესაც რიონის მარჯვენა ნაპირზე, საეკლესიო მიწაზე, სადაც ადრე კაზაკთა პოსტი იყო, დაარსებულ იქნა საფოტო სადგური, რომელიც 1861 წელს დაიწვა. გაზეთში "ჩემი ქუთაისი" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, აღნიშნული ფოტა "ტელეგრაფის სადგური" ქალაქის ცენტრში გადიატანეს. ხოლო მოგვიანებით, გაურკვევლი მიზეზით, ფოსტა ინგლისის ქუჩაზე პოლკოვნიკ ჩოლოკაევის სახლში მუშაობდა. ასევე, სტატიაში ვკითხულობთ, რომ ადგილი სადაც აღნიშნული შენობაა აგებული, ადრე ლუკა ასათიანს ეკუთვნოდა, რომელიც 1886 წელს ანასტასია ალექსის ასულს გრამატინა-ერისთავისას (თავად კონსტანტინე სიმონის ძე ერისთავის მეუღლეს) მიყიდა. ამ უკანასკნელისგან 1894 წელს შენობა შეიძინა თბილისელმა ნინა ივანეს ასულ ტრიგონოვა-სვიმონოვისამ.
შენობის მეპატრონემ კი, 1895-1896 წლებში ააგო სამსართულიანი შენობა. სხვადსხვა დროს ამ შენობაში მოთავსებული იყო ქუთაისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა სამმართველო, გუბერნიის გლეხთა საკრებულო, გუბერნატორის კანცელარია, ქუთაისის საინჟინრო დისტანცია და ფოთის 201-ე ქვეითთა ასეული.  არსებული ინფორმაციით, შენობა მხედრიონის დროს განადგურდა. საბჭოთა პერიოდში შენობაში სკოლა, მოგვიანებით  კი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. ამდროისთვის აღნიშნულ შენობაში დევნილები არიან შესახლებულნი. 



 

Print