საზოგადოება
ქუთაისის მერიამ ქალაქის მუზეუმების 12 თანამშრომელი დააჯილდოვა
FaceBook
მუზეუმების საერთაშორისო დღე ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ორი ექსპოზიციით აღინიშნა. სადაც მუდმივ ექსპოზიციასთან ერთად ორი დროებითი გამოფენა წარმოადგინეს.
ისტორიულ მუზეუმის ღონისძიებას  ქალაქში არსებული ათამდე მუზეუმისა და სახლ-მზეუმის წარმომადგენელი შეუერთდა.
ისტორიულ მუზეუმში გამოფენა არქეოლოგიას მიეძღვნა, ქალაქის ისტორიის საწყისს ეტაპს, შესაბამისად  დიდ დარბაზში დაახლოებით სამიათასი წლის წინანდელი არქეფაქტები იყო გამოფენილი.
"გამოფენაზე ასევე  წარმოადგენილია მე-11-მე-18 საუკუნის ქართული ხელნაწერები. ეს ექსპონატები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით, არამედ საინტერესოა როგორც ხელოვნების ნიმუშები", - აღნიშნა ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ.
მისი ინფორმაციით მუზეუმი 800- მდე ხელნაწერს ინახავს.
ქუთაისის ისტორიული მუზეუმი 100 წლისაა და 200 ათასამდე ექსპონატს მოიცავს.
მუზეუმების საერთაშორისო დღეს ქალაქის მერიამ მუზეუმების 12 თანამშრომელი დაჯილდოვდა. ისტორიული მუზეუმის ორ თანამშრომელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადასცა ჯილდო.

ეკა კუხალაშვილი
Print