საზოგადოება
პატრიარქი - უნდა მივმართო ყველას, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში
FaceBook
"ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემთ, იმდენი შვილი უნდა იყოლიონ",


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართავს ყველას, რომ შეწყდეს საქართველოში აბორტები. საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბორტების თემაზე გაამახვილა ყურადღება და განსაკუთრებით ექიმებს მიმართა. მისი განცხადებით, მათთვის აბორტის გაკეთება არის უდიდესი და საშინელი ცოდვა.
"უნდა მივმართო ყველას, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გახსოვდეთ, რომ აბორტი არის შვილის კვლა. ეს არის უდიდესი ცოდვა და განსაკუთრებით მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, რომ ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის, ამიტომ უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენ შვილსაც მისცემთ, იმდენი შვილი უნდა იყოლიონ", - აღნიშნა პატრიარქმა.

interpressnews.ge

Print