საზოგადოება
6 ათას ლარამდე საზეიმო ვახშმისთვის - ქუთაისის მერიაში დახარჯული ათასები სტუმრების გამასპინძლებისთვის
FaceBook
სტუმრების გამასპინძლებისთვის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტდან ჯამში 15 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.  ქუთაისის მერიამ ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტდან 15 047 ლარი დახარჯა. აქედან, 5 214 ლარი სტუმრების სასტუმროების მომსახურებაზე დაიხარჯა, 5 848 ლარი - საზეიმო ვახშმისთვის, ოფიციალური მიღების დროს გადასაცემი საჩუქრებისთვის  - 1370 ლარი, სტუმრების საექსკურისო მომსახურებისთვის - 2 467 ლარი.
ქუთაისის მერიამ გვირილობის დღესასწაულზე ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებს: უნგრეთი- სომბათეი,ისრაელი-ჰაიფა, პოლონეთი -კუჯავსკო-პომორსკიე უმასპინძლა. აგრეთვე, სწურმებს შორის იყო საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელბს უმასპინძლა.
ამის გარდა, მერიას ორმაისობისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი 16 700 ლარი დაუჯდა.
თეკლე მორგოშია


Print