საზოგადოება
ნარკოტიკების წინააღმდეგ შესაძლებელია პეპლები გამოიყენონ
FaceBook
კოკაინის გასანადგურებლად შესაძლებელია უცნაურ მეთოდს მიმართონ : ჰერბიციდები ღორმუცელა პეპლებით შეცვალონ.
აღნიშნული ინიციატივით კოლუმბიაში გამოდიან, წერს გაზეთი Le Figaro.
კოლუმბიის მთავრობამ რა მეთოდს აღარ მიმართა კოკაინის მოსავლისთვის ბოლო რომ მოეღო - სამხედო კამპანიით დაწყებული ჰერბიციდების გამოყენებით დასრულებული, თუმცა არაფერმა გაამართლა.
და აი, მოულოდნელი ინიციატივით გამოვიდა ალბერტ გომესი, კინდიოს დეპარტამენტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. ნარკოტიკების წინააღმდეგ გამართულ ამ ომში მას პატარა ჯარისკაცები შემოყავს - ჭიაყელა Eლორიანოყესი, რომელიც ანდების ჯუნგლებში ცხოვრობს. ჭიები დებენ კვერცხებს, საიდანაც პეპლები იჩეკება. რომსლებიც ბედნიერი დამთხვევით კოკაინის 157 სახეობიდან,რომელთაგან მხოლოდ ორიდან მიიღება ნარკოტიკები, სწორედ ამ ორ სახეობას ანადგურებენ.
ჰერბეციდებიდან განსხვავებით, რომლებიც ბოლომდე ევრ უმკლავდებიან კოკაინის ბუჩქს, ჭიები ფოთლებზე დებენ კვერცხებს და მიირთმებენ მცენარეს. ალბერტო გომესს მოყავს მაგალითი თუ როგორ გაანადგურა ამ პეპელამ 1980 წელს პუტიმაიოს რაიონში კოკაინის ბუჩქები. თუკი ეს წინადადება გავა ფერმერები ამ პეპლებს მოაშენებენ და კოკაინსაც ბოლო მოეღება, მიაჩნია გომესს. მისი გათვლებით "პეპლების ოპერაცია" სულ 2 2 ათასი ევრო დაუჯდება სახელმწიფოს.

წყარო: Le Figaro.
Print