საზოგადოება
მანსარდები შესასვლელის გარეშე და ჩაშლილი აუქციონი (ვიდეო)
FaceBook
ქალაქის ცენტრში არსებულ შენობებზე დადგმული მანსარდები, რომლებიც ქუთაისის მერიამ აუქციონზე გამოიტანა, არ გაიყიდა.
ქალაქის მერი, შოთა მურღულია  ფიქრობს, რომ ფასი, რომელიც ექსპერტმა ქონებას დაადო, არარეალურია, რის გამოც მათი შეძენის სურვილი არავინ გამოთქვა.

"ეს არის ე.წ. "ნაკლიანი" ქონება. მანსარდებს არ აქვს კიბე და დამოუკიდებელი შესასვლელი, ამიტომ, ვთვლი, რომ ფასი, რომელიც ექსპერტმა დაადო, არარეალურია. გამოვიტანეთ მაინც აუქციონზე. ვიფიქრეთ, იქნებ მეზობელმა მაინც შეიძინოსთქვა, მაგრამ ალბათ არ უღირთ ამ ფასად",-ამბობს შოთა მურღულია ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ქალაქის მერი მანსარდებზე ფასის დაკლებას და მათ აუქციონზე განმეორებით გატანას არ გამორიცხავს.

"კანონი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ისევ გამოვიტანოთ აუქციონზე და ფასიც დავაკლოთ, ან ექსპერტს ვთხოვოთ რომ დააკლოს. ამის უფლება გვაქვს",-ამბობს შოთა მურღულია.   

თამარ მეფის N 4, N 5, N7 და აღმაშენებლის  N2, თამარ მეფის  N2, წერეთლის  N1-ში მდებარე მანსარდების ჯამური ფართი ( 1543 კვ.მ) 1 018 000 ლარადაა შეფასებული.

როგორ გამოიყურება ქალაქის ცენტრში შენობებზე დადგმული მანსარდები კიბისა და დამოუკიდებელი შესასვლელის გარეშე, ნახეთ ვიდეო. 



Print