საზოგადოება
ქუთაისი - " ბაკების ქალაქი" (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებით მხოლოდ სამი უბანი: ავტოქარხანა, გორა და ჭომა სარგებლობს, რაც ქალაქის მასშტაბით აბონენტების 28% –ს შეადგენს.
რაც შეეხება,  დანარჩენი უბნების მცხოვრებლებს, მათ წყალი დღემდე გრაფიკით მიეწოდება.



გაუმჯობესებული გრაფიკით იღებს წყალს ე.წ. პლაშატკის მოსახლეობა, სადაც მანამდე წყალი ყოველ მეორე დღეს მოდიოდა.



"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უკვე მეორე წელია ქალაქის მასშტაბით წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

მათი ინფორმაციით, თურქულმა კომპანია smk-მ, რომელიც წყლის მილებს მთელ ქალაქში ცვლის, სამუშაოები 2018 წლის ივნისში უნდა დაასრულოს, თუმცა, ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება მხოლოდ 2019 წელს მოხდება.

"ქუთაისის 100%–ის 24 საათიანი წყალმომარაგება დაგეგმილია მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 2019 წელს",– ნათქვამია კომპანიის მიერ ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილ წერილში.

კომპანიისვე ინფორმაციით, smk-მ რებილიტაციის ფარგლებში გარდა წყლის გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაციისა, უნდა ააშენოს და რეაბილიტაცია ჩაუტაროს რეზერვუარებს, სატუმბ სადგურებსა და მაგისტრალურ მილსადენს.

პროექტის საერთო ღირებულება 86 მილიონი ლარია.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, smk ქუთაისში წყლის სისტემას 100–ზე მეტ ქუჩაზე, თავისი ჩიხებითა და შესახვევებით, ჯამში 280–მდე ობიექტზე ცვლის.

კომპანიას მილების მოწყობა უკვე დასრულებული აქვს 200–ზე მეტ ქუჩაზე, შესახვევსა და ჩიხში, ხოლო მილების მოწყობის მიზნით გაჭრილი გზის საფარი მხოლოდ 50-მდე ობიექტზე აქვს აღდგენილი. 130–მდე ქუჩაზე, ჩიხსა და შესახვევში კი მილებს ტესტირება ჯერ არ გაუვლია.

კომპანია მას შემდეგ, რაც მათი ადგილობრივი ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ შეიცვალა, სამუშაოებს დაჩქარებულ ტემპში აგრძელებს.

თურქული კომპანიის მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამს არამხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ, თავად დამქირავებელი.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" smk  დაბალი ხარისხის და ნელი ტემპის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკეს.

როგორ გამოიყურება ქუთაისის უბნები 24 საათიანი წყალმომარაგების მოლოდინში,  ნახეთ ფოტორეპორტაჟი:
















ამავე თემაზე:

შოთა მურღულია smk-ზე - "შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს მენეჯმენტი"

ქუთაისში ასათიანის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

Print