საზოგადოება
25 წლიანი მეგობრობა ქუთაისსა და ნიუპორტს შორის სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
FaceBook
ნიუპორტთან 25 წლიანი მეგობრობის აღსანიშნავად ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა იგეგმება.
ამ მიზნით ქუთაისს უელსის პარლამენტის სპიკერი, როზმარ ბატლერი ესტუმრება. როზმარ ბატლერი საქართველოსა და უელსის ნაკრებებს შორის სარაგბო მატჩს დაეწრება, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართება.
ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარის, მადონა მეგრელიშვილის ონფორმაციით, ასევე დაგეგმილია ქუთაისში ხელოვნებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის მასტერკლსების ჩატარება. მომავალ წელს კი ქუთაისს მასშტაბური დელეგაცია ეწვევა ნიუპორტიდან, რომელთა შემადგენლობაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იქნებიან.
"ნიუპორტის პირველი მერი, რომელიც ჩვენ გადვიმეგობდა, როზმარ ბატლერი, ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეა და საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან, ალექსანდრა ჰოლ-ჰოლთან ერთად, ბევრ რამეს აკეთებს, რომ საერთშორისო არანაზე არა მარტო ქუთაისი, არამედ საქართველო და უელსიც გამოჩნდეს," - განაცხადა მადონა მეგრელიშვილმა.
ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციაცია 25 წელია სხვადასხვა მიმართულების პროექტებს ახორციელებს. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ასოციაცია ყოველწლიურად ერთი ქართველი სტუდენტის ქირის გარეშე სწავლას უზრუნველყოფს.
25 წლის მეგობრობის მანძილზე ნიუპორტიდან ქუთაისს სულ 775 ბრიტანელი, ხოლო ნიუპორტს – 1277 ქართველი ეწვია.
დეა მანაგაძე

Print