საზოგადოება
არსებობს ევაკუაციის გეგმა - უსაფრთხოების ზომები ქუთაისის თოჯინების თეატრში
FaceBook
"განახლებული სახანძრო დაფა და ხანძარსაწინააღმდგეგო აღჭურვილობა გვაქვს"


ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრში უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ მიუთითებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე, ასევე თეატრის ფოიეში არსებული სახანძრო დაფა.
"განახლებული სახანძრო დაფა და ხანძარსაწინააღმდგეგო აღჭურვილობა გვაქვს. განახლებული და მოწესრიგებულია ელექტროსადენების სისტემაც. ასევე არსებობს ევაკუაციის გეგმა", -აღნიშნა `ქუთასიპოსტთან~ საუბარში ლევან გაბრიჭიძემ.
თეატრის დარაჯის რევაზ მაღლაფერიძის თქმით იგი ყოველ ორ-სამ საათში ამოწმებს შენობას.
"გვაქვს სახანძრო დაფა და ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები როგორც ფოიეში ასევე თეჯირში ", - აღნიშნა რეზო მაღლაფერიძემ.
საჯარო შენობებში  უსაფრთხოების სისტემის  არსებობის საკითხების გააქტიურება ქობულეთში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, სადაც სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო სამი მოზარდი დაიღუპა. მსხვერპლის არსებობის ერთ-ერთ მიზეზად სახანძრო სისტემის არარსებობა და გაუმართაობა სახელდება.
თუ  რა მდგომარეობაა უსაფრთხოების კუთხით ქუთაისის სხვა სახელმწიფო თეატრებში, სასტუმროებსა და სასწავლო დაწესებულებებში, ნახეთ მალე "ქუთაისიპოსტ"-ზე.

ეკა კუხალაშვილი







Print