საზოგადოება
10 წლიანი ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად – 27 წლის ახალგაზრდა დახმარებას ითხოვს
FaceBook
27 წლის კუკური კაპატაძე, 10 წელია საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.
პანკრეასის ინსულინომის იშვიათი დაავადების მქონე პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. თუმცა, შესაბამისი სახსრების არქონის გამო, მისი სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა.

იგი ნებისმიერ დროს შესაძლოა კომაში ჩავარდეს და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლონ.

ოპერაციის გასაკეთებლად მას 11 000 ლარი სჭირდება.

კუკური კაპატაძის ოჯახმა უკვე ყველა რესურსი ამოწურა და ახლა დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.

ოჯახს არც სოციალური დახმარება აქვს და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ახერხებს ოპერაციის დაფინანსებას, რადგან, აღნიშნული დაავადება მისი იშვიათი ხასიათის გამო, სახელმწიფო მიერ დაფინანსებული ქირურგიული ოპერაციების ჩამონათვალში არ შედის.

იშვიათი და ურთულესი დაავადების მქონე პაციენტი განსაკუთრებული კვების რეჟიმსა და ინდივიდუალურ რაციონს საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.

"ყოველ ორ საათში უნდა ჭამოს საჭმელი. თან სულ ტკბილი. მინიმუმ 70 კილო აქვს მომატებული. კრიტიკულ ზღვრამდეა მისული ისიც და მთელი ოჯახი. იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ ნორმალურად ვაჭამოთ. სულ მურაბები და ტკბილეული სჭირდება. თუ არ ჭამა, კომაში ჩავარდება. ერთ დღესაც შეიძლება უგონო მდგომარეობაში ვნახო და მერე ვეღარავინ მიშველის", – ამბობს კუკური კაპატაძის დედა, ია გიორგაძე.

კუკური კაპატაძეს ექიმებმა სიმსუქნის მესამე ხარისხიც დაუდგინეს, რაც ხშირი კვებითა და დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებით არის გამოწვეული.

პირველი ოპერაცია კუკურიმ 2011 წელს, სახელმწიფო დაფინანსებით გაიკეთა. თუმცა, რამდენიმე წელიწადში რეციდივი განვითარდა, რის გამოც მას განმეორებითი ოპერაცია ესაჭიროება.

ახლა უკვე კუკური კაპატაძის და მისი ოჯახის ერთადერთი იმედი საზოგადოებაა, რომელსაც 27 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
დახმარების მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: 593 97 73 32

ანგარიშის ნომერი: GE17VT1000001496134506 – მიმღები: თეონა კაპატაძე

Print