საზოგადოება
ლონდონელმა მკვლევარებმა ლენინის უცნობი საყვარლის ფოტო აღმოაჩინეს
FaceBook
ლონდონელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს ქალის ფოტო, რომელსაც ბევრი მიიჩნევდა ლენინის დიდ სიყვარულად, წერს The Guardian.
აპოლინარია იაკუბოვა და მისი ქმარი ლენინისა და მისი ცოლის ნადეჟდა კრუპსკაია თანამებრძოლები იყვნენ. რომლებიც 1902- 1911 წლებში პერიოდულად ლონდონში ცხოვრობდნენ. ვლადიმერ ლენინის შეყვარებულის აღნიშნული ფოტო ლონდონელმა მეცნიერმა რობერტ ჰენდერსონმა აღმოაჩინა მოსკოვში, სადაც რუსეთის ისტორიას იკვლევდა.
მეცნიერი იაკუბავაზე წერდა რომ "მისი სული იყო მოუხელთებელი და ენერგია უსასრულო".
"სასულიერო პირის ქალიშვილი ფიზიკა მათემატიკურ განყოფილებაზე ქალთა უმაღლეს კურებზე სწავლობდა პეტერბურგში. შემდეგ საკვირაო კურსებზე მუშებს ასწავლიდა. სწორედ აქ დაუახლოვდა ლენინის ცოლს.
"ისევე როგორც ლენინი ისიც გააციმბირეს ,თუმცა მან გაქცევა მოახერხა დ ა 7 ათასი კილომეტრი გაიარა ლონდონამდე. სადაც იქცა მნიშვნელოვან ფიგურად განდევნილებში. თუმცა ეს ქალი ცნობილი გახდა არა მისი პარტიულ- რევოლუციური მოღვაწეობით, არამედ ლენინთან გაჩაღებული რომანით. ლენინმა ხელი თხოვა, თუმცა აპოლინარიადან უარი მიიღო.
მალე მათი რევოლუციური შეხედულებებიც გაიხლიჩა, ამას წერილები მოწმობენ. თანაც იაკუბოვამ რუსეთის მაშინდელ ჟანდარმერიაზე უფრო საშიში მტერიც შეიძინა ნადეჟდა კრუპსკაიას სახით.
იაკუბოვა ქმართან ერთად პერტერბურგში დაბრუნდა 1908 წელს, მაგრამ მალე მისი კვალი იკარგება. მისი გარდაცვალების სავარაუდო წელია 1913.
წყარო: The Guardian

Print