საზოგადოება
საუკუნეს მიღწეული გმირი წყალტუბოდან
FaceBook
"ჩემს ფიქრებს ხშირად სახლის წინ დარგულ საუკუნის მუხას ვუზიარებ, "- ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში მცხოვრები ომის ვეტერანი ვახტანგ ტურაბელიძე, რომელიც დღეს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სოფელ ზარათში მცხოვრებ ვახტანგ ტურაბელიძეს დღეს 100 წლის იუბილე და ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებლმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიულოცეს.
,,მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე, სამამულო ომის წლებში 417 ქართულ დივიზიაში ვიბრძოდი, დაჯილდოვებული ვარ მედლებითა და სიგელებით, მიწისა და შრომის სიყვარულმა გადამარჩინა, თანატოლები თითქმის აღარ შემომრჩა, ამიტომ ჩემს ფიქრებს ხშირად სახლის წინ დარგულ საუკუნის მუხას ვუზიარებ, 19 შვილიშვილი მყავს, რომლებსაც ქვეყნისა და მიწის სიყვარულს ვასწავლი," – ამბობს საუკუნეს მიღწეული გმირი, ვახტან ტურაბელიძე, რომელიც სტუმრებს თავის ხელით დაწურული ღვინით გაუმასპინძლდა.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ 100 წლის ვახტანგ ტურაბელიძეს მადლობა გადაუხადა გამძლეობისთვის, მხედრული მამაცობისა და ღირსეულად გავლილი წლებისთვის. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა აღნიშნა, რომ სამამულო ომის გმირს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან 1000 ლარი გამოეყო. როგორც ომის ვეტერანს პირად ანგარიშზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ 1000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარი ჩაერიცხა.

Print