საზოგადოება
ტყუპ დებს სხვადასხვა მამები აღმოაჩნდათ
FaceBook
კურიოზული შემთხვევა, როგორც შვეიცარიული გაზეთი Tagesanzeiger, იუწყება, ამერიკის შტატ ნიუ -ჯერსიში მოხდა.
ორი ტყუპი გოგონას დედა შეეცადა სასამართლოს მეშვეობით თავისი ყოფილი პარტნიორისთვის ალიმენტი დაეკისრებინა. თუმცა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ სასამართლომ მამაკაცს მხოლოდ ერთ გოგონაზე დააკისრა ალიმენტი.
საქმე იმაში გახლდათ, რომ დნმ-ექსპერტიზამ გაარკვია, აღნიშნული მამაკაცი არის ტყუპებიდან მხოლოდ ერთი გოგონას მამა, მეორე ბავშვი ჩასახულია სხვა მამაკაციდან, აღნიშნულია პასეიკის ოლქის (ნიუ-ჯერსის შტატი) სასამართლო ვერდიქტში.
ტყუპი ბავშვების დაბადება სხვადასხვა მამებიდან ძალიან იშვიათი მოვლენაა, აღნიშნავს გამოცემა. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი ქალს აქვს სექსუალური ურთიერთობა ორ პარტნიორთან ერთსა და იმავე მენსტრუალურ ციკლში და ორი კვერცხუჯრედი განაყოფიერდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
ქალს სასამართლო პროცესზე მოუწია იმის აღიარება, რომ ერთი კვირის განამვლობაში ერთდროულად ორ მამაკაცს ხვდებოდა.

წყარო:Tagesanzeiger
Print