საზოგადოება
იტალიურმა პოლიციამ „გაარკვია“ თუ როგორ გამოიყურებოდა იესო ქრისტე ბავშვობაში
FaceBook
იტალიელი გამომძიელები ირწმუნებიან, რომ გაარკვიეს თუ როგორ გამოიყურებოდა იესო ქრისტე ბავშვობაში.
საამისოდ მათ საგამოძიებო მედიცინის კომპიუტერული მეთოდები და ცნობილი ქრისტიანული რელიქვია გამოიყენეს, რომელიც ტურინის სუდარის სახელით არის ცნობილი, წერს Independent.
გამომძიებლებმა აიღეს ტურინის სუდარის ქსოვილის ნაწილი, რომელშიც, როგორც მიჩნეულია იესო ქრისტე იყო გახვეული. ამ ქსოვილზე გამოსახულია ადამიანის ფიგურის ნეგატივი.
"გამოვიყენეთ სახის გამოსახულება, რომელიც ამ ქსოვილზეა ასახული. გამომძიებლებმა შეადგინეს ფოტორობოტი, შემდეგ უკუპროცესი წავიდა გაახალგაზრდავებისკენ და მივიღეთ პატარა იესოს გამოსახულება. ფოტორობოტს შეუმცირეს ქვედა ყბა, აუწიეს ნიკაპი და გაუსწორეს ცხვირი. ასე მივიღეთ პატარა ქრისტეს გამოსახულება", - აღნიშნულია სტატიაში.
უბრალოდ, იტალიელმა პოლიციელებმა გამოიყენეს მეთოდი, რომლითაც აყალიბებენ ეჭვმიტანილების აქტუალურ პორტრეტებს, რომლებიც მიმალვაში არიან ათობით წელი. ამ შემთხვევაში ფოტო არ დააბერეს, არამედ საპირისპირო მეთოდი გამოიყენეს და გააახალგაზდავეს სავარაუდო ფოტო.
წყარო:Independent
Print